როგორ ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში: ქართველი სპორტსმენების შეფასება

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიო-2018
მსოფლიო-2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა „მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში - შედეგები და პერსპექტივები"

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები კმაყოფილები არიან რუსეთში გამართული 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებით და ორგანიზაციის დონით.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართა. ჩემპიონატში 32 გუნდი მონაწილეობდა. მსოფლიო-2018-ის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა.

„როგორც რიგითმა ქომაგმა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი იყო. მსოფლიო ჩემპიონატები 1966 წლიდან მახსოვს, და ეს ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი იყო“, — განაცხადა „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდაზე ფეხბურთის ვეტერანმა თეიმურაზ ჩხეიძემ.

© Sputnik / Alex Shlamovვეტერანი ფეხბურთელი თეიმურაზ ჩხაიძე
Ветеран грузинского футбола Теймураз Чхаидзе - Sputnik საქართველო
ვეტერანი ფეხბურთელი თეიმურაზ ჩხაიძე

მისი თქმით, ის ბრაზილიის ნაკრებს გულშემატკივრობდა და ფინალში მის ნახვას ელოდა.

„დღეისათვის ფეხბურთში მნიშვნელოვანია მაღალი სისწრაფე, სერიოზული დატვირთვები და გამძლეობა. მაღალ დონეზე აღმოჩნდა მედიცინა, ტრავმების შემდეგ ფეხბურთელების აღდგენის პროცესები სწრაფად მიდიოდა. გარდა ამისა, ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი გახდა სისწრაფე და მაღალი ოსტატობა, ასევე ფეხბურთელების უნარი შეასრულოს არამარტო საკუთარი ფუნქცია მინდორზე, არამედ გამარჯვებისთვის მთელი გუნდის მობილიზების უნარი“, — განაცხადა ქანთარიამ.

© Sputnik / Alex Shlamovვეტერანი ფეხბურთელი ავთანდილ ქანთარია
Ветеран грузинского футбола Автандил Кантария - Sputnik საქართველო
ვეტერანი ფეხბურთელი ავთანდილ ქანთარია

საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას" საფეხბურთო სკოლის მწვრთნელმა გელა ბანცურიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთის ნაკრების გამარჯვება დამსახურებული იყო.

© Sputnik / Alex Shlamovსაფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას" საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი გელა ბანცური
Тренер футбольной школы клуба Вит Джорджия Гела Банцури - Sputnik საქართველო
საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას" საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი გელა ბანცური

ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა რუსეთის ნაკრების შთამბეჭდავ თამაშსა და მისი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებას მაღალი შეფასება მისცეს და აღნიშნეს, რომ გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მაქსიმუმი აჩვენა.

 

ყველა ახალი ამბავი
0