სვანეთის სტიქიების ლიკვიდაციაში მონაწილე მეხანძრე-მაშველები ფულად ჯილდოს მიიღებენ

გამოწერა
პრემიას მიიღებენ ჭუბერის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებიც.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ, ფულადი ჯილდო გადაეცემათ, ნათქვამია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხანძარი ზესხოს ტყეში - Sputnik საქართველო
ზესხოს ტყეში ხანძარს უკვე 19 საათია, ებრძვიან – ფოტოქრონიკა ადგილიდან

უწყების ინფორმაციით, ფულად ჯილდოს ჯამში 350 მეხანძრე-მაშველი მიიღებს.

დადგენილია ჭუბერში დამანგრეველი წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი>>>

მანამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 26 ივლისს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პრემიას მიიღებენ ჭუბერის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებიც.

ჭუბერის ხეობაში 5 ივლისს მოსული ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა, ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ნენსკრამ ხიდები და რამდენიმე სახლი დაანგრია. წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად ჯარის ჩართვა გახდა საჭირო. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობით გამოწვეულმა ზარალმა 5 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ლენტეხის რაიონის სოფელ ზესხოს ტყეში კი ხანძარი მიმდინარე წლის 11 ივლისს გაჩნდა და მის ჩაქრობას 5 დღის განმავლობაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად 2,5 ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა.

ყველა ახალი ამბავი
0