ჯგუფი „ბი-2“ თბილისში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიროკ-ჯგუფ „ბი-2“-ის სოლისტი ლოივა (ეგორ ბორტნიკი)
როკ-ჯგუფ „ბი-2“-ის სოლისტი ლოივა (ეგორ ბორტნიკი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფ „ბი-2“-ის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. პოპულარული რუსული როკ-ჯგუფი „ბი-2“ ქართველი მსმენელის წინაშე 2019 წლის 12 ივნისს წარდგება, იუწყება ორგანიზატორი — მუსიკოსების ჩამოყვანაზე პასუხისმგებელი კომპანია Fix Group.

სტეფანე - Sputnik საქართველო
როგორ გადაიხდის დაბადების დღეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი

ივნისის დასაწყისში კომპანიის წარმომადგენლებმა მომავალი კონცერტის შესახებ ისაუბრეს, თუმცა მუსიკოსების ჩამოსვლის ზუსტი თარიღი და კონცერტის ჩატარების ადგილი არ დაუსახელებიათ.

მუსიკოსები თბილისში სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგებიან. კონცერტი გაიმართება თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია).

დათო ევგენიძე ბენდთან ერთად განმუხურში წარდგება >>

„ბი-2“ — რუსული ალტერნატიული როკ-ჯგუფია, რომელიც 1988 წელს შეიქმნა. ჯგუფი დააარსეს შურა ბი-2-მა და ლიოვა ბი-2-მა. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან: ანდრეი ზვონკოვი (გიტარა), მაქს ლაკმუსი (ბას-გიტარა), ბორის ლიფშიცი (დრამი, პერკუსია) და იან ნიკოლენკო (ბექ-ვოკალი, კლავიშები, ფლეიტა, პერკუსია).

„ბი-2“ ისეთი ჰიტების შემსრულებლებია, როგორიცაა „უჰაერო განგაში“ (Безвоздушная тревога), „ჩემი როკ-ენ-როლი“ (Мой рок-н-ролл), „პოლკოვნიკს არავინ წერს“ (Полковнику никто не пишет), „ვარვარა“ (Варвара), „ჰაერს მოეჭიდო“ (Держаться за воздух), „ჩემი სიყვარული“ (Моя любовь), „ნელი ვარსკვლავი“ (Медленная звезда), „ლაიქები“ (Лайки).

 

ყველა ახალი ამბავი
0