შინაური ცხოველები თბილისში უფრო აგრესიული გახდნენ

© photo: Sputnik / Vitaly Anikov / გადასვლა მედიაბანკშიკატა და კნუტი
კატა და კნუტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტმა განმარტა, თუ რატომ ამჟღავნებენ შინაური ცხოველები აგრესიას ადამიანების, მათ შორის, საკუთარი პატრონების მიმართ.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ბოლო დროს გახშირდა თბილისელების ექიმთან ვიზიტები ჩივილით, რომ ის გაკაწრა კატამ ან უკბინა ძაღლმა, განაცხადა იმუნიზაციის ცენტრის ანტირაბიული სამსახურის უფროსმა ბადრი ბაზაევმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან ერთად, ქუჩის ძაღლების მიერ ადამიანის კბენის შემთხვევები წინა წლებთან შედარებით არ გაზრდილა.

„სამწუხაროდ, უკვე ხშირია შემთხვევები, როცა ერთი და იგივე პაციენტი რამდენჯერმე მოდის ასაცრელად. წელიწადში ორჯერ მომმართავენ უსერიოზულესი დაზიანებებით, მათ შორის, საკუთარი ძაღლისგან დაკბენილები, მყესების დაგლეჯვით და სხვა ჭრილობებით. არ მიმაჩნია, რომ ეს ნორმალურია, როდესაც ისეთ დღეში გაგდებს ძაღლი, რომ ფეხს ძლივს ინარჩუნებ და ის ისევ სახლში გყავს", — განაცხადა ბაზაევმა.

სერგო ოსიპოვი - Sputnik საქართველო
უქმნიან თუ არა შინაური ცხოველები საფრთხეს ჩვილ ბავშვებს – რატომ ტოვებენ ადამიანები ძაღლებს

კბენის ან გაკაწვრის შედეგად მიღებული ჭრილობები უნდა ჩამოიბანოთ საპნით, თუ სისხლდენაა, შეიხვიოთ ის სტერილური ბინტით და ვიზიტით მიმართოთ ექიმს.

ბაზაევმა განმარტა, რომ აცრა შეიძლება იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა. გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.

მაწანწალა ცხოველმა ადამიანს შეიძლება მაშინ უკბინოს, როცა თავის ლეკვებს იცავს. დანარჩენ შემთხვევებში მიზეზი შეიძლება იყოს თავდაცვა ადამიანის აგრესიისგან ან ცხოველის ფსიქიკური დაავადება, განმარტა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ ლომჯარიამ.

„პატრონები ხშირად არ ზრუნავენ საკუთარი ცხოველის ხასიათის კორექტირებაზე. არ იცავენ გასეირნების პირობებს, მათ შორის ალიკაპის გამოყენებას. ცხოველი უნდა ასეირნო მოკლე საბელით, ან გრძელი საბელით და ალიკაპით. ასევე ასეულობით აშშ დოლარის ღირებულების ცხოველები ჰყავთ, მაგრამ არ იცავენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ უტარებენ კასტრაციას, რის გამოც ცხოველი გარბის სახლიდან. ასეთ დროს არ აქვს მას ჩიპი და ვერ ხდება პატრონის დადგენა", — განაცხადა ლომჯარიამ.

ადამიანისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს ცხოველთა ხროვა, რომელიც ადამიანის მიმართ უფრო აგრესიულია.

რაც შეეხება ცხოველთა ევთანაზიას, წესები გამკაცრდა და პროცესი მაქსიმალურად კონტროლდება. ცხოველის „დაძინება“ შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადება გადამდებია და არ იკურნება.

ყველა ახალი ამბავი
0