Kiki challenge – ანუ ჩუსტით შეიარაღებული დედა და გალახული ახმახი

გამოწერა

ვიდეო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ფრიად პოპულარულია ინტერნეტ-ქსელში. კადრებზე ასახულია ეგრეთ წოდებული Kiki challenge, რა დროსაც მძღოლი დაძრული ავტომობილიდან გადმოდის და ცეკვა-ცეკვით მიჰყვება მანქანას, ხოლო თანამგზავრი ვიდეოს უღებს.

ვიდეოში ჩანს, როგორ იწყებს ცეკვას კარგა მაგრად მოსული ახალგაზრდა და როგორ ეცვლება უეცრად სახე, როდესაც საიდანღაც ქალის ხმა ესმის.
თურმე ნუ იტყვით, ბიჭის დედას დაუნახავს, რით ერთობოდა მისი შვილი და ცალ ფეხზე ჩუსტწამძვრალი გამოუვარდა ჭკუის სასწავლებლად. ერთი-ორჯერ კიდეც შემოჰკრა „ორმეტრიან ახმახს“ ფეხსაცმელი და სახიფათო გართობა შეაწყვეტინა. 

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის პოლიციას სერიოზული პრობლემა გაუჩინა Kiki challenge-მა, ვინაიდან ამის გამო ძალიან მოიმატა ტრავმებისა და უბედური შემთხვევების რაოდენობამ. ამიტომ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეო ატვირთა, სადაც კარგად ჩანს ახალი ჩელენჯის სახიფათოობა.

ყველა ახალი ამბავი
0