თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სადახლოში (ქვემო ქართლი) გორაკზე გაჩენილ ხანძარს 150 მეხანძრე ებრძვის, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სადახლოში, საქართველო-სომხეთის საზღვართან ცეცხლი ბუჩქნარს უკიდია. ამ დროისათვის, წინასწარი ინფორმაციით, 10 ჰექტარი ფართობის ტერიტორია დაიწვა.