მთაწმინდის პარკში შაბათ-კვირას წუწაობის ფესტივალი გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ზაფხულის ყველაზე სველი ფესტივალის სურათები.
დასვენების დღეებში მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციამ სიცხისგან შეწუხებულ თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს წყლის თოფები და სხვადასხვა საშუალებები დაურიგა. ფესტივალი პროფესიონალ ანიმატორებს მიჰყავდათ.

წუწაობის ფესტივალის გამართვა ტრადიციად იქცა ბევრ ქვეყანაში

წელს თბილისმა ესტაფეტა გადმოიბარა და ღონისძიება მთაწმინდის პარკში გამართა

ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერი მსურველისთვის იყო შესაძლებელი

პარკში წყლის ატრაკციონებიც არის, თუმცა ყველა ვერ ბედავს მათით სარგებლობას

გაცილებით უსაფრთხოა წუწაობა

პარკიდან მშრალად გამოსვლა ურთულესი აღმოჩნდა

სველი გართბისგან თავს იკავებდნენ ისინი, ვისაც თან ქონდა სხვადასხვა გაჯეტები

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს და სტუმრების რაოდენობაც კიდევ უფრო მოიმატებს