ამბროლაურში მე-11 საუკუნის ტაძრის რესტავრაცია დაიწყო

© ourtesy of Giorgi Kvirikashviliნიკორწმინდის ტაძარი
ნიკორწმინდის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის I ეტაპი ქვის კონსერვაციის სამუშაოებს მოიცავს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო, იუწყება სააგენტო თავის Facebook-გვერდზე.

წმინდა გიორგის ტაძარი სოფელ აჭში - Sputnik საქართველო
ოზურგეთში შუა საუკუნეების ტაძარი დანგრევას გადაურჩება

წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი XI საუკუნით  არის დათარიღებული და მისი მშენებლობა  ბაგრატ III მეფობის ბოლო პერიოდს (1010-1014 წწ.) უკავშირდება.

ძეგლი ჯვარ-გუმბათოვანია. გარედან ჯვრის ფორმის. შიდა სივრცეს გუმბათის თორმეტი სარკმელი ანათებს. გუმბათს კონუსური გადახურვა აბოლოვებს. საკურთხევლის გვერდებზე განთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნე, ხოლო დასავლეთის მკლავთან ეკვდერები. მოგვიანებით არის ნაგები ეკლესიის მინაშენები, რომელთაგან ორი — სამხრეთისა და დასავლეთის დღემდეა შემორჩენილი. ჩრდილოეთი მინაშენი დანგრეულია და მისი გეგმა ნაწილობრივ იკითხება საძირკვლის დონეზე.

ვეტერანი სამხედროები ქართულ-ბრიტანულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობენ >>

ტაძრის  რესტავრაცია-რეაბილიტაციის I ეტაპი ქვის კონსერვაციის სამუშაოებს მოიცავს. შესრულებული სამუშაოების შედეგად: გაიწმინდა ქვებს შორის ადგილები, მოხდა ნაკერების, მიკრობზარებისა და ბზარების ამოვსება, ქვის ნაწილების ფრაგმენტების გაერთიანება; ძველი ცემენტისგსან გაწმენდა და შეცვლა კირის ხსნარით, ორნამენტების კონსერვაცია. 


ყველა ახალი ამბავი
0