თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში (გერმანია) ტურნირის ფინალში გავიდა, იუწყება Р-Спорт.
შაბათს ბასილაშვილმა ჩილელ ნიკოლას ჰარის ანგარიშით 7:5, 0:6, 6:1 მოუგო. დაპირისპირება 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.
გადამწყვეტ მატჩში ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი ლეონარდო მაიერი გახდება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 1,6 მილიონ ევროს აჭარბებს.