სოფელ საგურამოში ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლმა დაახლოებით 3 ჰა ფართობი მოიცვა

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ბალახი და ბუჩქნარი იწვის, იტყობინება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

უწყების ცნობით, ადგილზე ბალახი და ბუჩქნარი იწვის. ცეცხლი დაახლოებით 3 ჰა ფართობზეა გავრცელებული.

სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთ ადგილას ძველი საბურავების დაწვამ ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

 


ყველა ახალი ამბავი
0