თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში აგრო-ტურისტული ფესტივალი „გურია 2018“ გაიმართა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ფესტივალის მიზანი ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია, ტურისტული სერვისების მწარმოებლების ცნობადობის ამაღლება და მათი ხელშეწყობა იყო.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც, სადაც მონაწილეობა მიიღო გურიის რეგიონის 50-ზე მეტმა ფერმერმა, მეწარმემ და კოოპერატივის წარმომადგენლებმა, რომლებიც თაფლს, ჩაის, ლურჯ მოცვს, მარწყვს, ნერგებს, ღვინოს, მინერალურ და ტკბილ სასმელებს აწარმოებენ.
ფესტივალის ყველა მონაწილეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ „მადლობის სიგელი“ გადასცეს.