ფოთში მეთევზეებს შორის შეჯიბრება მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Владимир Сергеев / გადასვლა მედიაბანკშიმეთევზე
მეთევზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვებული დღის ბოლოს გამოვლინდება.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ფოთში დილის 5 საათიდან სპინინგით თევზჭერაში შეჯიბრება მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნურიგელის ტბა - Sputnik საქართველო
1 ივლისიდან ბათუმის ტბაში თევზაობაზე კონტროლი გამკაცრდება

შეჯიბრებაში, რომელიც მიმდინარეობს მარტოწყალას ტბაზე, მონაწილეობას იღებს 30-მდე მეთევზე. ღონისძიების მიზანია სამოყვარულო და სპორტული თევზაობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და პოპულარიზაცია. გამარჯვებულებს მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

ღონისძიების ორგანიზატორია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების ცენტრი და მეთევზეთა კლუბი „ფაზისი“. 

გამარჯვებული დღის ბოლოს გამოვლინდება.

ყველა ახალი ამბავი
0