„ფოლკლორის დღეები“ ბათუმში ერთ თვეს გაგრძელდება

© photo: Sputnik / Chkhetiani / გადასვლა მედიაბანკშიანსამბლ „სალხინოს“ წევრები
ანსამბლ „სალხინოს“ წევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალში, რომლის ფარგლებში 24 კონცერტი გაიმართება, მონაწილეობას 45 ანსამბლი მიიღებს

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ბათუმი 29 ივლისიდან 26 აგვისტომდე უმასპინძლებს მუსიკალურ ფესტივალს „ფოლკლორის დღეები“, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიება სახელმწიფო პროექტ Check in Georgia-ში გაიმართება. ფესტივალში, რომლის ფარგლებში 24 კონცერტი გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს 45 ანსამბლი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

Black Sea Arena - Sputnik საქართველო
ქართული ფოლკლორი და რეპი: პროექტი VOISA წარდგება Black Sea Arena-ზე

უფასო კონცერტები ყოველდღიურად 20:00 საათზე ბათუმის ბულვარში ანბანის კოშკთან დაიწყება.

ფესტივალის ორგანიზატორთა თქმით, უნიკალური ქართული ფესტივალი უცხოელი სტუმრების დიდ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ბათუმის და ზოგადად რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

„დაუბრუნდი შენს ფუძეს“: ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს რვა რეგიონში >>

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

 


ყველა ახალი ამბავი
0