ბარჯაძე: ქართული ღვინის დაგემოვნების გარეშე არც ერთი ტურისტი არ ტოვებს ქვეყანას
„ტურიზმი საქართველოში მზარდი ინდუსტრიაა. ტურისტების უმეტესობა ძირითადად ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის და მათ წინასწარ იციან რისი მონახულება სურთ. ხშირად ითხოვენ ტურებს გორში, კახეთში, სვანეთში, გუდაურში და ა.შ.“ — განაცხადა ლაშა ბარჯაძემ.
ტურისტული კომპანიის მენეჯერის თქმით, ქართული ღვინის დაგემოვნების გარეშე ქვეყანას არც ერთი ტურისტი არ ტოვებს.