თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ლაგოდეხში, სოფელ მსხალგორთან ნადირობისას 23 წლის მამაკაცი ხევში გადავარდა და დაიღუპა, იუწყება Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ქუთაისში საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადავარდა >>
ტრაგედია ხუთშაბათს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი მამასთან ერთად სანადიროდ იყო წასული.
ადგილზე მაშველების გამოძახება დასჭირდა, რადგან მამას 23 წლის ვაჟის სხეულის დამოუკიდებლად ამოყვანა არ შეეძლო.
„ურთულესი რელიეფის გამო შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში, 27 ივლისს, გამთენიისას ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, — ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
წინასწარი მონაცემებით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და ის ხევში გადავარდა. თუმცა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.