თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში, რომელიც თბილისთან ახლოს, ნუცუბიძის პლატოს ზემოთ მდებარეობს, მთის ფერდობზე ხანძარია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პირველადი ინფორმაციით, მთაზე ცეცხლი ბალახსა და ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. დამწვარია 3 ჰექტარი ფართობის ტერიტორია.
ხანძარს შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ებრძვის.