„თუ სასწაული არ მოხდა, აქ ბევრი მსხვერპლი იქნება"- ბერძენი კულინარის უკანასკნელი ვიდეო

გამოწერა
ამ დღეებში მსოფლიო საზოგადოების ყურადღება საბერძნეთისკენაა მიმართული, გამონაკლისი არც საქართველოა. ცნობილია, რომ საბერძნეთში ბევრი ქართველია ემიგრირებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბერძნების გვერდით ჩვენი თანამემამულეებიც იღებენ მონაწილეობას.

სოციალურ ქსელებში „ქართულ-ბერძნულმა ახალგაზრდულმა გაერთიანებამ“ თავის გვერდზე შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:

„საბერძნეთის ქართულ ბერძნული გაერთიანების ახალგაზრდები სულიერად შეძრულები ვართ საბერძნეთში მომხდარი ეროვნული ტრაგედიის გამო! ამისათვის ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ბერძენ ხალხს! ჩვენი ჯგუფის სახელით უკვე მივმართეთ რამდენიმე ბერძნულ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციას. მზად ვართ ვიყოთ მოხალისეები და რომელ ფრონტზეც იქნება საჭირო, გვინდა მონაწილეობა მივიღოთ სამაშველო და დასუფთავება-აღდგენით სამუშაოებში. მიმდინარეობს მოხალისეთა რიგებში გაწევრიანების მსურველთა ჩაწერა: ტელეფონები:6992643177;6992808333.“

ხანძარი ათენის მახლობლად - Sputnik საქართველო
საბერძნეთში ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობამ 79-ს მიაღწია

ჩვენ დავუკავშირდით ათენში „ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანების“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ნესი რობაქიძეს.

-ქალბატონო ნესი, ვიცი, რომ თქვენი ორგანიზაციის წევრები ბერძნების დასახმარებლად ყოველ დღე გადიხართ…

— ათენში მცხოვრებმა ქართველებმა ბერძენი ხალხის გაჭირვება გავითავისეთ, რადგან აქ წლებია ვცხოვრობთ და ამ ხალხის პრობლემების მიმართ გულგრილი ვერ დავრჩებოდით. ყოველ დღე გავდივართ მათ დასახმარებლად და სახლში გვიან ვბრუნდებით. გავდივართ ყველგან, სადაც ჩვენი დახმარებაა საჭირო. რათა დაზარალებულებს დავეხმაროთ და დამწვარი ადგილები დავასუფთაოთ. დღესაც გავდივართ და შინ გვიან დავბრუნდებით.

ამ დღეებში ყველა შეძრა ერთი ბერძენი ახალგაზრდა ოჯახის ამბავმა, რომელმაც დახმარების შესახებ პოსტი და ვიდეო ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. ამის შესახებ ვესაუბრეთ ათენში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს, ქალბატონ თინათინ მაღრაძეს.

ადგილობრივი მოსახლეობა ათენის ტყეში ხანძარს აკვირდება - Sputnik საქართველო
საბერძნეთში ხანძრისას საქართველოს ექვსი მოქალაქე დაშავდა

-ქალბატონო თინათინ, ეს ვიდეო თქვენც გედოთ, რა მოხდა ამ ოჯახთან დაკავშირებით?

— ეს ამბავი გადმოიცა ტელევიზიით. ამ ოჯახის წევრი, მამაკაცი ცნობილი შეფ-მზარეული იყო. მატი მათი სამოთხე იყო და ზაფხულობით აქ ისვენებდნენ. მან გახიზვნამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიღო ხანძრის წერტილები და ატვირთა ფბ-ს პირად გვერდზე ტექსტით „თუ სასწაული არ მოხდა, აქ ბევრი მსხვერპლი იქნება". ჩაისვა ოჯახი მანქანაში და სცადა სტიქიის ადგილს გარიდებოდა, მაგრამ ისევე როგორც უმრავლესობას, (ალბათ პანიკის გამო) გზა აერია და სანაპიროსკენ გზის ნაცვლად ჩიხში შევიდა, სადაც იმსხვერპლა ცეცხლმა. მე ძალიან გამიჭირდა ამის მოსმენა და ამ ვიდეოს თქვენ გაწვდით.

არიან ისეთები, რომლებიც ამ ხანძრის გაჩენას სხვაგვარ ახსნას უძებნის, ამიტომ გასაგებ მიზეზთა გამო მათ ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს…ერთი მათგანი, ჩვენი თანამემამულე ქალბატონია.
ლ. ბ. –„სადაც მე ვარ იქ მშვიდობაა, მაგრამ მთლიანობაში დიდი საცოდაობა ტრიალებს. მე ადგილობრივ საინფორმაციოს არ ვუყურებ, პირველივე დღეს ნერვიულობისგან ლამის მოკვდა ბებიაჩემი… აქ ასეც ამბობენ, რომ ეს ხანძრები სპეციალურადაა გაკეთებული, მაგალითად დღეს სულ სამი საათით იყო ქარი ამოვარდნილი და ამით ისარგებლესო. არ მინდა დავიჯერო, რომ ასეა… მე უკვე ბევრი წელია აქ ვარ. ზოგადად ქვეყანაში მშვიდი სიტუაციაა და ვის და რად უნდა ჩაედინა ეს ვერ ვიგებ. თანაც, ხანძრები ყველა ზაფხულს ხდება და ძირითადად ტყეები იწვის, მაგრამ ასე ადამიანების მსხვერპლით და დასახლების განადგურებით რომ დასრულებულიყო, ჯერ არ გამიგია…
ოფიციალურად, ხანძრის გამომწვევ მიზეზებად საბერძნეთში მაღალი ტემპერატურა და არნახული გვალვა სახელდება. ამ ეტაპზე  ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ხალხის უსაფრთხო ადგილზე გახიზვნა და მათი დახმარება რჩება. როგორც გაცნობეთ, ჩვენი თანამემამულეები ამ საქმეში მაქსიმალურად ჩართულები არიან…

ყველა ახალი ამბავი
0