ხანძარი კალიფორნიაში - ევაკუირებულია 12 ათასი მცხოვრები

© REUTERS / David McNewხანძარი კალიფორნიაში. 2017 წელი
ხანძარი კალიფორნიაში. 2017 წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის 13 შტატში 60-ზე მეტი ტყის ხანძარი მძვინვარებს. აქედან უმეტესობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და შტატ ალასკაშია

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. კალიფორნიის სამხრეთით ხანძარი ქალაქ აიდილუაილდზე გავრცელდა, რის გამოც ქალაქიდან 12 ათასი მცხოვრები ევაკუირებულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ხანძარი ათენის მახლობლად - Sputnik საქართველო
საბერძნეთში ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობამ 79-ს მიაღწია

ცეცხლი რამდენიმე სახლს მოედო, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. კალიფორნიის პოლიციამ დაკითხვისთვის დააკავა ერთი მძღოლი მას შემდეგ, რაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება რივერსაიდის ოლქში, ხანძრის საწყის წერტილთან ახლოს საეჭვო ავტომობილის შესახებ.

სან ბერნარდინოს ეროვნული ნაკრძალის თანამშრომლების მონაცემებით, ხანძარმა უკვე მოიცვა 12 ათას კილომეტრზე მეტი. აიდილუაილდის მოსახლეობისთვის „დაუყოვნებლივი ევაკუაცია" გამოცხადდა.

როგორც აშშ-ის უწყებათაშორისო ეროვნული ცენტრი (NIFC) იუწყება, ქვეყნის 13 შტატში 60-ზე მეტი ტყის ხანძარი მძვინვარებს. აქედან უმეტესობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და შტატ ალასკაშია. კალიფორნიის, კოლორადოსა და იუტას შტატებიდან ასეულობით მოქალაქეა ევაკუირებული. NIFC-ს მონაცემებით, 2018 წელს ტყის ხანძრებმა აშშ-ში უკვე მოიცვა 11,7 ათასი კვადრატული კილომეტრი. კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, სან-დიეგოს ოლქში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, 6 ივლისს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0