საქართველო თანაუგრძნობს ლაოსს ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო უწყებამ აზიის სახელმწიფოს მძიმე წუთებში მხარდაჭერა გამოუცხადა

თბილისი,  26 ივლისი  — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  ღრმა მწუხარებას გამოხატავს ლაოსში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კატასტროფა ორშაბათს ლაოსის სამხრეთით მოხდა. 

კატასტროფა ლაოსის სამხრეთით, ატაპის პროვინცია სანამსაის რაიონში ორშაბათს მოხდა. ატაპეუს (Attapeu) ტერიტორიაზე მდებარე სე პიენის (Xe-Pian) ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა. წყალმა მშენებარე ჰიდროენერგეტიკული დამბის რამდენიმე ადგილი გაარღვია, მოხდა წყალდიდობა, რომლის შედეგად რაიონის 42 სოფლიდან (სოფელი ლაოსში მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ჰქვია) 6 დაზარალდა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ლაოსის მოსახლეობას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

დამბა ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
დამბის დანგრევა ლაოსში: მსხვერპლი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაკარგული

უწყების ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 6,6 ათასზე მეტი მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა.  

სე პიენის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და სამუშაოები 2019 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. პროექტს ადგილობრივი და სამხრეთკორეული კომპანია ახორციელებდნენ.

ლაოსი ელექტროენერგიის ექსპორტს უმეტესწილად ტაილანდში და ამასთან სხვა მეზობელ ქვეყნებში ახორციელებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0