საირმე იზოლაციაში აღმოჩნდა

© courtesy of Roads Department of Georgiaგზის გაწმენდის სამუშაოები
გზის გაწმენდის სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზის პრობლემურ მონაკვეთზე აფეთქების შემდეგ ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საირმისკენ მიმავალი გზა კლდის ჩამონგრევის გამო დაკეტილია, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გზის ვიწრო მონაკვეთის გაფართოების მიზნით გუშინ დეპარტამენტმა კლდის ნაწილი ააფეთქა. შედეგად კლდის მასა გზის სავალ ნაწილზე ჩამოწვა.

„ჩამოინგრა კლდე. ამჟამად გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება", — განაცხადა დეპარტამენტის თანამშრომელმა.

კურორტი საირმე ქუთაისიდან 55 კილომეტრში მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 950 მეტრ სიმაღლეზე.

ყველა ახალი ამბავი
0