გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველა გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ყოფილ გუბერნატორს თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არ დაუსახელებია.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
მომავალ კვირას საქართველოს ახალი ხელისუფლება ეყოლება, გუბერნატორის ინსტიტუტი კი უქმდება

მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის ოზურგეთის გამგებელი იყო. ჭანუყვაძე ამ ეტაპზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

კანონმდებლობის მიხედვით, გუბერნატორის გადადგომის შემდეგ ხელმძღვანელის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველა გუბერნატორის თანამდებობიდან გაათავისუფლებას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0