ჟან–კლოდ იუნკერი: მე და ტრამპი კარგად ვუგებთ ერთმანეთს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჟან–კლოდ იუნკერი
ჟან–კლოდ იუნკერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაშინგტონში შეხვედრისას იუნკერი და ტრამპი შეთანხმდნენ ერთობლივად იმუშაონ ნულოვანი გადასახადების, ნულოვანი არასატარიფო ბარიერებისა და ნულოვანი სუბსიდიების მიმართულებით

თბილისი, 26  ივლისი — Sputnik. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან–კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ის და აშშ–ის პრეზიდენტი  დონალდ ტრამპი კარგად უგებენ ერთმანეთს, რამაც ხელი შეუწყო ვაშინგტონში შედეგიან  მოლაპარაკებებს, იუწყება РИА Новости.

ვაშინგტონში შეხვედრისას იუნკერი და ტრამპი შეთანხმდნენ ერთობლივად იმუშაონ ნულოვანი გადასახადების, ნულოვანი არასატარიფო ბარიერებისა და ნულოვანი სუბსიდიების მიმართულებით  არასაავტომობილო ინდუსტრიის საქონლის მხრივ.  ბრიუსელი და ვაშინგტონი ასევე გეგმავს მუშაობას  ბარიერების შემცირებასა და სავაჭრო მომსახურების გაფართოებაზე, ქიმიური, ფარმაცევტული და სამედიცინო პროდუქციების მხრივ, ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მოლაპარაკებები შერბილებული იყო იმ ფაქტით, რომ ჩვენ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კარგად ვუგებთ ერთმანეთს“, – განაცხადა იუნკერმა გაზეთ  Politico–სთან.

ევროკომისიის მეთაურის სიტყვებით, მან ტრამპს G7–ის სამიტებზე ორჯერ მიმართა. ამასთან, აშშ–ის პრეზიდენტი საუბრობდა „მკაცრი, მაგრამ ზრდილობიანი ტონით“. მას (ტრამპს) არ მოსწონს ისინი, ვინც აქეთ–იქით დახტიან“, – განაცხადა იუნკერმა.

მისი განმარტებით, ვაშინგტონში მოლაპარაკებები 3,5 საათი გაგრძელდა.


ყველა ახალი ამბავი
0