ბურჯანაძე: მე სააკაშვილზე არ „ჩავიციკლებოდი"

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლებას აწყობს ისეთი ოპოზიცია, როგორიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა", მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების შანსი მცირეა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა. მასზე სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სააკაშვილს დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.

„მე არ „ჩავიციკლებოდი" სააკაშვილზე, რომელსაც, ჩემი აზრით, საქართველოში დაბრუნების მცირე შანსი აქვს. მაგრამ მისი გუნდი ამჟამად შენარჩუნებულია, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა. ეს აწყობს ივანიშვილს, რადგან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება გაახსენო მისი ცოდვები, ბურჯანაძეს კი ძველ ცოდვებს ვერ გაუხსენებ", — განაცხადა ბურჯანაძემ რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან" (Известия) ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ლაჩარი უწოდა

ბურჯანაძის აზრით, მმართველ პარტიას აწყობს, რომ მთავარი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობაა".

„ისინი მართავენ ერთი ხელით, ერთი ცენტრიდან. ჩემთვის მთავარია, რომ ვერ შეძლოს დაბრუნება იმ გუნდმა, რომელმაც საქართველო, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობების კუთხით, ამჟამინდელ ვითარებამდე მიიყვანა. მე და ჩემი გუნდი ვაპირებთ, რომ ამას ხელი შევუშალოთ", — განაცხადა ბურჯანაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

სააკაშვილმა 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ამით ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. ის გარკვეული პერიოდი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ 2016 წელს თანამდებობა სკანდალურად დატოვა. 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით ის ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც მიიღო მოწმობა, რომ შეუძლია იცხოვროს და იმუშაოს ევროკავშირის ქვეყნებში.

მიმდინარე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ საქმეში — 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში ცნო დამნაშავედ და მას დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0