გაზის ბალონის აფეთქებას სანქტ-პეტერბურგში მსხვერპლი მოჰყვა

© AFP 2024 / Ruslan SHAMUKOVპოლიცია სანქტ-პეტერბურგში
პოლიცია სანქტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაიღუპა სამი ადამიანი, ორი - დაშავდა

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში, ერთ-ერთი კერძო საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში გაზის ბალონი აფეთქდა. შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ხოლო ორი — დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. მესამე ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მესამე დაღუპული ქალია, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ორი დაშავებული საავადმყოფოში რჩება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0