ქართველმა სამხედროებმა გადამზადების კურსი გაიარეს

© FB / / Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ დაასრულა გადამზადება
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ დაასრულა გადამზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბატალიონის გადამზადებით ქართული ცენტრის 53 ინსტრუქტორი და 30-მდე ამერიკელი სპეციალისტი

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ წარმატებით დაასრულა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) გადამზადების 13-კვირიანი კურსი, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი შენდება >>

ამგვარად, ეს პირველი ბატალიონია, რომელმაც მიიღო მონაწილეობა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. პროგრამის განხორციელების დაწყებას დაემთხვა „ჰოჰენფელსის“ ანალოგით საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნა. სამხედრო მოსამსახურეებს ვარჯიშის წარმატებით დასრულება მიულოცეს თავდაცვის მინისტრმა ლევენ იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ.

ქართული არმია - Sputnik საქართველო
ისრაელი საქართველოს სამხედრო გამოცდილებას გაუზიარებს

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით დავიწყეთ ახალი ეპოქა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის არის მიმართული. 43-ე ბატალიონს დიდი პატივი გქონდათ დაგეწყოთ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კურსი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 13 კვირის განმავლობაში, თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით, დისციპლინის მაღალი ხარისხითა და თანამშრომლობის საუკეთესო ფორმით, რომელიც ამერიკელ და ქართველ ინსტრუქტორებთან ჩამოგიყალიბდათ, მიაღწიეთ განსაკუთრებულ წარმატებას“, — აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

43-ე ბატალიონის გადამზადებაზე პასუხისმგებელი იყო საბრძოლო მომზადების ცენტრის 53 სამხედრო მოსამსახურე და 30-მდე ამერიკელი ინსტრუქტორი, რომლებიც აკვირდებოდნენ ქვედანაყოფს, შემდეგ მას 6 მიმართულებით აფასებდნენ: სახმელეთო მანევრი, საცეცხლე საშუალებების გამოყენება, სადაზვერვო შესაძლებლობების გამოყენება, ძალთა დაცვა, მართვა და კონტროლი, შენარჩუნების ოპერაციები.

„მინდა მოგილოცოთ მართლაც რომ ისტორიული დღე — დღე, როდესაც შეიარაღებულ ძალებს შეემატა და სამსახურს შეუდგა პირველი ბატალიონი, რომელიც თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) მომზადდა“, — განაცხადა ჯანჯღავამ.

ოთხშაბათიდან 43-ე ბატალიონი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება და იქ გააგრძელებს იმ ცოდნის დახვეწას, რომელიც წვრთნების დროს მიიღო. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინსტრუქტორებმა შიდამოსამზადებელი სწავლების გეგმა (homestation training plan) უკვე შეიმუშავეს.

ცნობილი გახდა რეზერვისტების ჯამაგირის რაოდენობა >>

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში გადამზადების კურსის გავლას სხვა საჯარისო ქვედანაყოფებიც აპირებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0