ზაზა ფაჩულიამ თბილისში თავისი სახელობის კალათბურთის მოედანი გახსნა

© photo: Tbilisi City Hall / FBზაზა ფაჩულია თავისივე სახელობის მოედანზე სტრითბოლს თამაშობს
ზაზა ფაჩულია თავისივე სახელობის მოედანზე სტრითბოლს თამაშობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის „ეთამაშე ზაზას სთრითბოლი" ფინალური შეხვედრა ახალ საკალათბურთო მოედანზე გაიმართა

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ჩემი საკალათბურთო კარიერა ამ რაიონში დაიწყო, განაცხადა NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ დიდუბეში თავისი სახელობის კალათბურთის მოედნის გახსნაზე.

სპორტული მოედანი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება, პირადად ფაჩულიამ გახსნა. მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მოეწყო სკვერი, განთავსდა პარკის ინვენტარი და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.

„მოედანი იმ უბანში გაიხსნა, სადაც დავიბადე, გავიზარდე და რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ. ჩემი ბავშვობა აქ დაიწყო; ჩემი საკალათბურთო კარიერა აქ,ა მ უბანში დაიწყო", — განაცხადა ფაჩულიამ.

ღონისძიების ფარგლებში ახალ მოედანზე გაიმართა ტურნირის „ეთამაშე ზაზას სთრითბოლი" ფინალური შეხვედრა, სადაც ფაჩულიამ პროექტის გამარჯვებულებთან ერთად კალათბურთი ითამაშა.

„თითოეული ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს კონკრეტული ობიექტი რამდენიმე ფაქტორის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ის არის ზაზა ფაჩულიას სახელობის და პროექტი მისი ძალისხმევით განხორციელდა", – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.

ზაზა ფაჩულია ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ორჯერ — 2017 და 2018 წლებში NBA-ს ჩემპიონის ტიტულის მოიგო „გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0