ხანძარი ზუგდიდში: დამწვარია სამი ტონა თხილი

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში თხილის ქარხნის საწყობში სამი ტონა თხილი დაიწვა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა სოფელ დარჩელში დღეს, შუადღეს მოხდა. ცეცხლი საკვამურს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია.

ყველა ახალი ამბავი
0