ხანძარი ათენში - დაიკარგა საქართველოს მოქალაქე

© AP Photo / Thanassis Stavrakisხანძარი ათენის გარეუბანში
ხანძარი ათენის გარეუბანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საელჩომ საბერძნეთის შსს-ს დაღუპულებისა და საავადმყოფოებში გადაყვანილთა შესახებ ინფორმაციის წარგენის თხოვნით მიმართა, მაგრამ უწყება იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ ნუსხაში არ იქნებიან

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საბერძნეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა მას შემდეგ, რაც ათენში ხანძარი დაიწყო, საქართველოს ერთ მოქალაქესთან კავშირი დაკარგეს, განაცხადა საქართველოს ელჩმა საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. ასევე, ცნობილია, რომ დაშავდა 156 ადამიანი, აქედან 16 ბავშვია. 11 კრიტიკულ მდგომარეობაშია. საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და დასავლეთით განლაგებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო.

„ხანძრის დროს დაკარგული ორი ქართველიდან ერთს, მარინა მახარაშვილს მიაკვლიეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ახლა ველოდებით საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზებულთა შესახებ ინფორმაციას. დილის შემდეგ, საელჩოს ცხელ ხაზზე ინციდენტების შესახებ ინფორმაცია აღარ შემოსულა", — განაცხადა ნანობაშვილმა.

ცეცხლმოდებული სახლი ათენის გარეუბანში - Sputnik საქართველო
ალმოდებულ ათენში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებმა თანამემამულე გადაარჩინეს

მისი თქმით, საელჩო განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას და იმოქმედებს შემოსული ინფორმაციებისა და ზარების შესაბამისად.

ელჩის განცხადებით, მახარაშვილს ხანძრისას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. რაც შეეხება მეორე მოქალაქეს, ის იმ რაიონში იმყოფებოდა, სადაც საფრთხე არ არის.

ნანობაშვილმა დასძინა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მეორე მოქალაქე ისეთ რაიონში იმყოფება, საიდანაც ინფორმაცია დაღუპულების შესახებ პრაქტიკულად არ შემოსულა, იმედოვნებს, რომ მის შესახებ ინფორმაციისა და მასთან კავშირის არარსებობა დროებითია.

საელჩომ საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, რომ მათ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ცხელი ხაზის მეშვეობით +306995779793, მიაწოდონ მათ ინფორმაცია თანამემამულეებთან დაკავშირებით რთული სიტუაციების შესახებ, რაზეც საელჩო დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.

ყველა ახალი ამბავი
0