წვიმა არ გვაშინებს: ფესტივალი Summer Set დახურულ სივრცეში გაიმართება

© FB / SET FESTთბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის პავილიონი
თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის პავილიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალი წლიდან ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გუდაურში გადაინაცვლებს

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set უამინდობის გამო დახურულ სივრცეში — ძველი ქარხნის ტერიტორიაზე გადაიტანეს. ცვლილებების შესახებ ორგანიზატორებმა Facebook-გვერდზე განაცხადეს.

ფესტივალი „კუბანა - Sputnik საქართველო
შოკი ანაკლიაში: EchoWaves-ზე აფრიკული ჯგუფი გამოვა

„საქართველოს სინოპტიკოსთა ცნობით, 27 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა, რაც თბილისის ზღვის ღია სივრცეში ფესტივალის ჩატარებას გაართულებს, ამიტომ გვიწევს ფესტივალი დახურულ სივრცეში გადავიტანოთ", — წერენ ორგანიზატორები.

Tbilisi Summer Set-ის ლოკაციის ახალი ადგილი იქნება თბილისის ძველი ელქტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ყველაზე დიდი პავილიონი იქნება (ცოტნე დადიანის 32).

როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, მულტიმედიური სივრცე მოიცავს როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებს. პავილიონი ათი ათასამდე სტუმარს იტევს.

ფესტივალის პროგრამა უცვლელია: Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge და Baikal. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.

წელს ფესტივალი სახელმწიფო პროექტის Check in Georgia ტარდება. მომავალი წლიდან ფესტივალი გუდაურში გადაინაცვლებს.

Summer Set საცეკვაო კლუბური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალია. ის 2012 წლიდან იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0