ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს

© FB / Irakli Makatsariaირაკლი მაქაცარია
ირაკლი მაქაცარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინასთან მაქაცარიას, მრავალ მეგობართან და კინოინდუსტრიაში საქმიან ურთიერთობებთან ერთად, რომანტიკულ შოუ Холостяк 6-ში მონაწილეობაც აკავშირებს

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ქართველი პროდიუსერი და ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „პრაიმშოუს" წამყვანი ირაკლი მაქაცარია უკრაინაში პოპულარული შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" (Танці з зірками) მეორე სეზონის მონაწილე გახდება, რომელიც სტარტს 2018 წლის შემოდგომაზე აიღებს.

ბექა ბოკუჩავა - Sputnik საქართველო
ყველაზე სიმპათიური ქართველი ლექტორების ტოპ-7

შოუს ახალი სეზონი ტრადიციულად დაიწყო #танцысосвездамиchallenge-დან. შოუს მონაწილეები ერთიმეორის მიყოლებით ავრცელებენ მათ მიერ შესრულებული ცეკვების ვიდეორგოლებს და სხვა მონაწილეებს იწვევენ. ამ ჩელენჯის შედეგად ჩამოყალიბდება შოუს მონაწილეების სია, რომლებიც ამ სეზონზე პარკეტზე გამოვლენ.

შოუში საკუთარი მონაწილეობა ირაკლი მაქაცარიას მსგავსად, უკვე დაადასტურეს უკრაინელმა ტელეწამყვანმა მაშა ეფროსინინამ, მსოფლიოში ცნობილმა მოკრივემ და მსუბუქ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის მფლობელმა დენის ბერინჩიკმა და სპორტულ აერობიკაში სპორტის ოსტატმა და მწვრთნელმა ანიტა ლუცენკომ.

შოუს წევრებს შეაფასებენ უკრაინის ტ. შევჩენკოს სახელობის ნაციონალური ოპერის პრიმა-ბალერინა ეკატერინა კუხარი, ქორეოგრაფი ვლად იამა და მომღერალი და მოცეკვავე დმიტრი მონატიკი.

33 წლის ირაკლი მაქაცარია ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა, უმაღლესი განათლება კი თბილისში, კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მარკეტინგის სპეციალობით მიიღო. მიღებული ცოდნა მაქაცარიამ წარმატებით გამოიყენა სხვადასხვა სფეროში: სამშენებლო და საბანკო ბიზნესში (Bank of Georgia), სარეკლამო და მოდის ინდუსტრიაში. 2013 წელს მან დააფუძნა Maq Entertainment-ი, მისი კომპანია პირველი იყო, რომელმაც ბოლივუდთან თანამშრომლობა დაიწყო.

უკრაინასთან მაქაცარიას, მრავალ მეგობართან და კინოინდუსტრიაში საქმიან ურთიერთობებთან ერთად, რომანტიკულ შოუ Холостяк 6-ში მონაწილეობაც აკავშირებს. გარდა ამისა, ბიზნესმენს 2017 წელს ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის გამოცდილება აქვს, რომელშიც ფინალამდე მიაღწია კიდეც.

ყველა ახალი ამბავი
0