საბერძნეთში ხანძრისას დაკარგული საქართველოს ორივე მოქალაქე ნაპოვნია

© AFP 2024 / Angelos Tzortzinisხანძარი საბერძნეთში
ხანძარი საბერძნეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ათენში დაკარგულ საქართველოს ორ მოქალაქეს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ათენში ხანძრის დროს საქართველოს დაკარგული მეორე მოქალაქე ნაპოვნია, იუწყება საქართველოს საელჩო საბერძნეთში.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათენში, სადაც ძლიერი ხანძარია, საქართველოს ორ მოქალაქესთან კავშირი დაიკარგა.  მათ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ცეცხლმოდებული სახლი ათენის გარეუბანში - Sputnik საქართველო
ალმოდებულ ათენში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებმა თანამემამულე გადაარჩინეს
 საქართველოს ერთ-ერთი დაკარგული მოქალაქე, მარინა მახარაშვილი იპოვეს, ხოლო მეორესთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, საელჩომ მოძებნა და ამჟამად ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ, ახლობლებთან ერთად იმყოფება. შესაბამისად, გუშინ საღამოდან ამ მომენტამდე, საელჩოს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ ყველა შეტყობინებაზე საელჩოს მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და ამ შეტყობინებებთან დაკავშირებული ყველა ინციდენტი ამოწურულია“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

ხანძრის დროს დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა, დაშავებულია 160-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან მეხანძრეებიც. ეძებენ დაკარგულ ტურისტებსაც.


ყველა ახალი ამბავი
0