თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებული 25 წლის მამაკაცია. მისი პირადი ჩხრეკისას ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდი ოდენობით, 73 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, „ჰაშიში" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.