თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. იტალიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
იტალიური მასმედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა ქალაქ ბარიში ერთ-ერთი მაღაზიიდან 250 ევროს ღირებულების ოთხი მაისურის მოპარვა სცადა.
თვითმხილველების განცხადებით, ქურდობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი კარაბინერებმა გამვლელების დახმარებით დააკავეს.
ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.