თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. წვიმიანი დღეების შემდეგ საქართველოში უახლოეს დღეებში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სამშაბათიდან პარასკევამდე ხანმოკლე წვიმები და ელჭექი ქვეყნის მხოლოდ ზოგიერთ რაიონშია მოსალოდნელი.
„ჰაერის ტემპერატურა პლუს 31-36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 25 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ ზოგან შესაძლოა +40 გრადუსს მიაღწიოს. 26 ივლისს კი 2 – 3 გრადუსით დაიკლებს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სააგენტოს მონაცემებით, 25 – 26 ივლისს პლუს 32-37 გრადუსია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, თბილისში უნალექო ამინდი და ჰაერის ტემპერატურის მომატება პლუს 35-37 გრადუსამდეა მოსალოდნელი.