უგულავა: ჯერჯერობით კალაძე არის თბილისის მხოლოდ სამი უბნის და ფეისბუქის მერი

გამოწერა
თბილისის ექს–მერი გიგი უგულავა, საუბრობს თბილისის მოქმედ მერზე, კახა კალაძეზე.
უგულავა: ჯერჯერობით კალაძე არის თბილისის მხოლოდ სამი უბნის და ფეისბუქის მერი

„კალაძესთან შედარებით ნარმანია უფრო კომპეტენტური იყო, უბრალოდ კალაძე უფრო დამოუკიდებელი ფიგურაა. ჯერჯერობით მე რასაც ვუყურებ კალაძე არის თბილისის სამი უბნის და ფეისბუქის მერი, რადგან რეალური საჭიროებები, მაგალითად ის არ ზრუნავს საქნავთის დასახლებიდან დაწყებული, ისეთ უბნებამდე დამთავრებული, რასაც შესაძლოა ბევრი თბილისად არც აღიქვამდეს. ასეთ დასახლებებზე კალაძე საერთოდ არ ზრუნავს. ჯერჯერობით ის არის თბილისური ცენტრის მერი“, — ამბობს უგულავა.

უგულავას განცხადებით, ჯერჯერობით თბილისის ცხოვრებაში ახალი არაფერი მომხდარა. ყველაფერი არის იდეის და სურვილის დონეზე.

ყველა ახალი ამბავი
0