რა გახდა მარნეულში 65 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით, უცნობია, რამ გამოიწვია ინფიცირება.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. მარნეულის სოფელ წერეთელში მცხოვრები 65 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, მწერის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება საშუალება, რომელსაც ინფექციებით გამოწვეული პრობლემისგან გათავისუფლება შეუძლია - Sputnik საქართველო
რატომ იმატა ალერგიის რიცხვმა?

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ანაერობული ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება და ორგანიზმში მხოლოდ მწერის მიერ ადამიანის დაკბენის, ან კანის ზედაპირის გაკაწვრის შედეგად ხვდება.

არსებული ინფორმაციით,  მამაკაცი სათევზაოდ იყო წასული და იქიდან ინფიცირებული დაბრუნდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია ინფიცირება. საბოლოო პასუხი გარდაცვალების მიზეზის თაობაზე ლაბორატორიული კვლევის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.


ყველა ახალი ამბავი
0