ჯანდაცვის მსოფლიო ფორუმი თბილისში ოქტომბერში გაიმართება

გამოწერა
თბილისში მთელი მსოფლიოს მედიკოსები შეიკრიბებიან

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ჯანდაცვის საერთაშორისო თბილისის რიგით მე-18 ფორუმი  (Tbilisi Health Forum, THF) საქართველოს დედაქალაქში 25-27 ოქტომბერს ჩატარდება, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველო ჯანმო-ს ლიდერებს შორის აღმოჩნდა >>

წელს ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე პარალელურად სამი გამოფენა იფუნქციონირებს: Caucasus Healthcare — სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა, Tbilisi Beauty – ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა და Tbilisi Dental Show – სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა.

ექიმები ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
ჯანდაცვა როგორც პრიორიტეტი: ვის და როგორ დაეხმარება სახელმწიფო

ორგანიზატორების თქმით, გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა საერთაშორისო მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისათვის, რომელთაც ადგილობრივი კომპანიების გაცნობის და ბიზნესის განვითარებისთვის საპარტნიორო კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ექნებათ.

Caucasus Health Care მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ფარმაკოლოგია, ოფტალმოლოგია, სამედიცინო ტექნოლოგია და აღჭურვილობა.

გამოფენა Tbilisi Beauty შესთავაზებს კანის, თმისა და ფრჩხილების მოვლის სამკურნალო და დეკორატიულ კოსმეტიკას, ასევე პარფიუმერიას.

Tbilisi Dental Show მოიცავს სტომატოლოგიის სფეროს ყველა ასპექტს, ტექნიკის, მასალების, აქსესუარების და მედიკამენტების ჩათვლით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0