ქუთაისში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ამოქმედდა

© Ministry of Education, Science, Culture and Sports„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ქუთაისში
„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანაკის მთავარ მიზანს მოზარდებში შემოქმედებითი აზროვნების და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

13-18 წლის 1500-მდე მოზარდი დასვენების პარალელურად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა.

თბილისი მზის ჩასვლისას - Sputnik საქართველო
ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 68-ე ადგილი დაიკავა

პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან ერთად ახორციელებს.

პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით, კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

„ჭკვიანი“ ბეჭდები საფულის ნაცვლად: ქართველი სტუდენტების გამოგონება >>

რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გიგა გაბელაიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა და სხვა სამინისტროების წარმომადგენლებმა გახსნეს.


ყველა ახალი ამბავი
0