გლდანში „ბეკოს“ მაღაზია მესამედ გაქურდეს

© Sputnik / STRINGERპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოღებულია და დალუქულია, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ, ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება

თბილისი, 22 ივლისი —Sputnik. თბილისში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია „ბეკოს" ერთ-ერთი ფილიალი მესამედ გაქურდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გლდანში, მეტრო „ახმეტელის თეატრის“  მიმდებარე ტერიტორიაზე  დღეს გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმა პირმა „ბეკოდან” მობილური ტელეფონები მოიპარა და მიიმალნენ. წაღებულია  15-მდე ტელეფონი. ზარალი დაახლოებით 22 ათას ლარს შეადგენს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში იუსტიციის სახლთან დაკავებული მოზარდი 80 ქურდობაში ამხილეს

უწყების ცნობით,  გლდანი-ნაძალადევის პოლიცია „ბეკო“-დან მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელიც ჩაიდინეს სადგომში, ან საცავში უკანონო შეღწევით და გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-იდან 5 წლამდე. 

გლდანის პოლიციაში „ბეკოს“ აღნიშნული  მაღაზიის გაქურდვის კიდევ ორ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. უწყების  ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში დადგენილები არიან დანაშაულის ჩამდენი პირები და მხილებული არიან არასრულწლოვნები. ჩატარდა მათი გამოკითხვები და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

„არასრულწლოვნებმა კარი ქვით შეამტვრიეს“ — „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელი გაქურდეს >>

ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოღებულია და დალუქულია, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ, ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

„ბეკოს" გლდანის ფილიალი მიმდინარე წლის 10 ივლისს და 13 ივნისს გაქურდეს. ქურდებმა მაშინაც მობილური ტელეფონები წაიღეს. 


ყველა ახალი ამბავი
0