თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე ყველა შესაბამისი სამსახური, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტიქია კახეთში: ძლიერმა წვიმამ პრობლემები რამდენიმე რაიონს შეუქმნა >>
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის, ყველა ოჯახში დასრულებულია სამაშველო და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, ხოლო დამატებითი გართულებები მოსალოდნელი არ არის.
„წყლის მოვარდნის გამო დაფიქსირდა მანქანებში ადამიანების ჩარჩენის შემთხვევებიც. საგანგებო სიტუიციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ ყველა მოქალაქე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი — ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური დააზარალა. დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი.