თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ყოველწლიური, რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალი Black Sea Jazz Festival-ი ბათუმში გრანდიოზული კონცერტით სრულდება.
ფესტივალის ბოლო დღეს, 22 ივლისს, ბათუმის საჩოგბურთო კლუბის სცენაზე წარდგებიან R+R Now – Robert Glasper, Terrace Martin, Christian Scott, Derrick Hodge, Taylor McFerrin, Justin Tyson House Band.
Black Sea Jazz Festival-ი ლეგენდარული როკ-ჯგუფი Led Zeppelin-ის სოლისტის რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნა, რომელიც შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black See Arena-ზე 19 ივლისს გაიმართა.
მეორე დღეს ამერიკელმა სოულ-მომღერალმა ერიკა ბადუმ Black Sea Jazz Festival-ზე ბათუმში თავისი გამოსვლა ორსაათიანი დაგვიანებით ღამის ორ საათზე დაიწყო. მიზეზად სახელდება რეისის გადადება, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორებს ჯერჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ და მაყურებლის წინაშე ბოდიში არ მოუხდიათ.
შაბათს ბათუმის საჩოგბურთო კლუბის სცენაზე ცნობილი პროდიუსერის, მუსიკოსისა და რეპერის, ვაიკლეფ ჯინის კონცერტი გაიმართა.