თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. წალკაში, სოფელ დარაკოვის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ მოქალაქეს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 143 კილოგრამამდე თევზი ჰქონდათ მოპოვებული, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გასაბერი ნავი, ელექტორშოკური აპარატი, 121 კგ. ხრამულის, 14.9 კგ. კალმახისა და 7 კგ. წვერას სახეობის თევზი დაილუქა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს-ს შესაბამის რეგიონულ დანაყოფში გადაიგზავნება“, — ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ორი მოქალაქიდან ერთ-ერთი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.