სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე აკრძალვები დაწესდა

გამოწერა
აღნიშნულ გზაზე მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ფოთში მიმდინარე წლის 21 და 22 ივლისს იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აკრძალვები 08:00-დან 20:00 საათამდე მოქმედებს და მდინარე რიონზე მდებარე წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ყველა ახალი ამბავი
0