სამეწარმეო მარკეტი: დღეს ბაკურიანში „ფუძეობა“ გაიმართება

© FB / Bakurianiბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქტივობის მიზანია ქართველი მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაცია.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. დღეს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში რეგიონულ-ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ფესტივალის ფარგლებში, რომელიც რვა ნოემბრამდე გაგრძელდება, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით სამეწარმეო მარკეტები მოეწყობა.

პირველი ღონისძიება დღეს ბაკურიანში 12:00 საათზე დაიწყება. აქტივობის მიზანია ქართველი მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაცია.

უშგული - Sputnik საქართველო
სვანური კერძები, ლუდი და ხელნაკეთი ნივთები: რას გიმზადებთ „სვანეთობა 2018"

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, უნიკალურ სავაჭრო სივრცეში ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი. 

სტუმრებს სხვადასხვა პროდუქციის დაგემოვნების და ადგილობრივ მწარმოებლებთან სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა ექნებათ.

ფესტივალის ფარგლებში ბაკურიანში ასევე ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ფოლკლორის მოყვარულთა კონცერტი და ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონის მასშტაბით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 

14:00 საათზე გაიმართება ნიაზ დისამიძის და ჯგუფის „33ა“ კონცერტი.

ორგანიზატორების თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს წაახალისებს და ალტერნატიულ სავაჭრო/გასართობ სივრცეებს შექმნის და ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.


ყველა ახალი ამბავი
0