საქართველოში ახალგაზრდა კომპიუტერული გენიოსებისთვის უჩვეულო ბანაკი იხსნება

© Sputnik / Levan Avlabreliსაინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია
საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მოსწავლეებს შეუძლიათ ინოვაციების ბანაკში წასვლა და ყველაფრის შესწავლა, რაც კომპიუტერულ თამაშებს უკავშირდება.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. „საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი" ინოვაციების ბანაკში იწვევს ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა მოზარდს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" კლუბის დამაარსებლებმა.

პროექტის განხორციელებაში ახალგაზრდა მეცნიერებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ეხმარება. ინოვაციური ბანაკი „თამაშების შექმნის საწყისებზე" ტექნოპარკში 23 ივლისს, 12:00 საათზე გაიხსნება და 7 აგვისტომდე იფუნქციონირებს. ყველა მსურველს შეუძლია ინოვაციური ბანაკის წევრი გახდეს უფასოდ.

NASA - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების „რობოტი–ლაბორანტი“ NASA–ში გაემგზავრება

„ჩვენ გვსურს, რომ სხვებს მივცეთ ის საწყისი ბიძგი, რომელიც ჩვენ არ გვქონდა. რა იგულისხმება „საწყისებში"? 3D მოდელირება, ანიმაციები, მოდელების ოპტიმიზაცია თამაშებისთვის, C# (პროგრამული ენა), ვიზუალური პროგრამირება, თამაშის კონცეფციაზე მუშაობა", – განაცხადა „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ პრეზიდენტმა გიორგი შელეგიამ.

ბანაკი გათვლილია იმ მოზარდებზე, რომელთაც აქვთ თამაშების შექმნის გამოცდილება. ორი კვირის განმავლობაში ისინი შეისწავლიან ყველაფერს, რაც საჭიროა იმისთვის, რათა შეძლონ საკუთარ მცირე პროექტებზე მუშაობა და გაიღრმავონ ცოდნა.

„ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას და მოზარდებს ჰქონდეთ ინფორმაცია მსგავსი შესაძლებლობების შესახებ, რათა ყოველმა მოზარდმა ირწმუნოს და გაითავისოს – „შენს მომავალს ქმნი შენ!", - აღნიშნა შელეგიამ.

„საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი" 17 წლის მოსწავლეებმა გიორგი შელეგიამ და ამირან აფციაურმა ორი წლის წინ შექმნეს, რათა დაინტერესებულ მოზარდებს იდეებისა და წამოწყებების რეალიზებაში დახმარებოდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0