იაკობ გოგებაშვილის „იავნანა“ გერმანულ ენაზე გამოიცა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაკობ გოგებაშვილის ცნობილი მოთხრობა გერმანულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ქართველი მწერლის იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?“ გერმანულ ენაზე გამოიცა, იუწყებიან ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში.

წიგნი გამოსცა გერმანულმა გამომცემლობამ Daltas Verlag. თარგმნის ავტორია ჰეკმუტ კუნკელია.

© FB / Georgian National Book Centerიაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?“ გერმანული გამოცემა
იაკობ გოგებაშვილის გამოცემა ქართულ ენაზე - Sputnik საქართველო
იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?“ გერმანული გამოცემა

წიგნში მოთხრობილია კახეთის სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები პატარა გოგონა ქეთოს ამბავი, რომელიც ლეკებმა გაიტაცეს. გოგონა დაღესტანში წაიყვანეს და გაყიდეს ოჯახში, რომელმაც ის როგორც საკუთარი შვილი გაზარდა. წლების განმავლობაში გოგონას მშობლებს მისი პოვნის და დაბრუნების იმედი არ დაუკარგავთ.

ოთხი წლის შემდეგ სახლში კარგი ამბავი შეიტყვეს: ქეთო იპოვეს. ის ლეკების ოჯახში ცხოვრობდა და მამობილსა და დედობილს ნამდვილ მშობლებად მიიჩნევდა. ქეთო მშობლების ოჯახში დააბრუნეს, მაგრამ მას არც ქართული ენა, არც ოჯახის წევრები აღარ ახსოვდა. მშობლებმა ვერაფერი გაახსენეს, სანამ დედამ მას მისი საყვარელი იავნანა არ უმღერა.

 

ყველა ახალი ამბავი
0