გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გადადგა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობებს პირველი მოადგილე ასრულებს

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
კორუფციული სკანდალი - ყოფილმა მინისტრებმა პირველი განცხადებები გააკეთეს

პრესსამსახურის მონაცემებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მღებრიშვილის თხოვნა გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. ამჟამად სამსახურის უფროსის მოვალეობებს პირველი მოადგილე შალვა ხუციშვილი ასრულებს.

გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მისი შექმნის მომენტიდან 2017 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. მანამდე 2015 წლის აგვისტოდან ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. შს მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე 2014 წლის 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე ის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0