ანანურთან მომხდარმა ავარიამ რუსეთის მოქალაქე იმსხვერპლა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ეროვნებით სომეხი რუსეთის მოქალაქეები დუშეთის რაიონის სოფელ ანანურთან ავარიაში მოყვნენ, ნათქვამია სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომალო - Sputnik საქართველო
თუშეთში ავტომობილი ხევში გადავარდა

უწყების ინფორმაციით, მათთან შეტყობინება შევიდა საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელშიც სომხები დაზარალდნენ. სამინისტროს წარმომადგენელი ქართველ კოლეგებს დაუკავშირდნენ და გაარკვიეს, რომ Lada-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც 36 წლის გრიგორი ბადალიანი და 69 წლის გრიშა ბადალიანი იმყოფებოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

მგზავრებიდან ერთ-ერთი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე საქმე აღიძრა მუხლით "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0