კახეთში შუა საუკუნეების კამაროვანი ქურა აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliარქეოლოგიური აღმოჩენა
არქეოლოგიური აღმოჩენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერიტორიის დეტალური კვლევისას არქეოლოგებმა კერამიკულ არტეფაქტებსაც მიაკვლიეს

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. სოფელ ახაშენში ადგილობრივებმა შუა საუკუნეების პერიოდის თიხის დასამუშავებელი კამაროვანი ქურა აღმოაჩინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ პრიორიტეტული ძეგლების გამოვლენის პროცესი დაასრულა>>>

აღმოჩენას არქეოლოგები უკვე გაეცნენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა არქეოლოგიური აღმოჩენა უკვე დაათვალიერეს. სწორედ მათ ივარაუდეს, რომ კამაროვანი ქურა შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. მისი სიგრძე 2, სიგანე კი 1,5 მეტრია.

გარდა ამისა, ტერიტორიის დეტალური კვლევისას არქეოლოგებმა კერამიკულ არტეფაქტებს მიაკვლიეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0