კალაძე: სკვერებსა და პარკებში სიმახინჯეების მშენებლობა არ უნდა დავუშვათ

© Sputnik / Alexander Imedashviliპარკი თბილისში
პარკი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძის თქმით, მშენებარე ნაგებობის მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე სივრცეში დაწყებული მშენებლობა შეჩერდება და შენობის დემონტაჟი განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისის მერი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საუბრობდა, რომ არცერთი მშენებლობა არ განხორციელდებოდა რეკრეაციულ ზონებში, კერძოდ, სკვერებში, პარკებში ან სპორტული მოედნების ადგილზე.

კალაძის თქმით, დიდ დიღომში, ანბანის ბაღში მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით მერიაში ბევრი საჩივარი შევიდა.

ელიავას ბაზრობა - Sputnik საქართველო
ელიავას ბაზრობის ნაცვლად პარკი: რატომ არ თმობენ ტერიტორიას ბაზრის მეპატრონეები

„ამ წუთებში მშენებლობა შეჩერებულია და ვფიქრობ, ამ შენობის დემოტაჟი უნდა განხორციელდეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სკვერებში, პარკებში და სპორტულ მოედნებზე ამგვარი სიმახინჯეების მშენებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბიზნესს არ ვებრძვით. უნდა გავმიჯნოთ ქალაქის სწორი განვითარება და ბიზნესი. ჩვენ ბიზნესს ყველანაირად დავეხმარებით, რომ მოხდეს სწორი განაშენიანება, ასევე ხარისხიანი პროექტების განხორციელება და არა ამგვარი პროექტების", — აღნიშნა ქალაქის მერმა.

კალაძის განცხადებით, მშენებარე ნაგებობის მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული და მასთან ურთიერთობას თავად მერია დაარეგულირებს.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ მწვანე სივრცეებს  გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა ესაჭიროება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით 70-ე ადგილზეა. თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კი თითქმის სამჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას.

 

ყველა ახალი ამბავი
0